შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.
