“ბოლო პერიოდში, რადიკალების მიერ გაკეთებული რუსოფობიური განცხადებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ აქვთ დავალება მიღებული. გვახსოვს, თავის დროზე მათი ბელადი საზღვართან ხვდებოდა, ლარსის გამშვებ პუნქტთან და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, “ახლა მიიღეს დავალება, რომ რაღაც საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩათესონ, მათ შორის, ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით, რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკაში”.
“ეს არის დავალება აგენტურისაგან, აგენტურისთვის გარედან მიღებული დავალება და ხვალ თუ დასჭირდებათ, რომ რუს ტურისტებს უნდა ჩამოართვან ხელი და მომღიმარი სახით მიიღონ ქვეყანაში, ჩვეულებრივად ამას გააკეთებენ.
ეს არის ჩვეულებრივი, მათთვის დამახასიათებელი ხელწერა. გარედან რომ დაავალონ, ატირდებიან, დაავალებენ, პირმღიმარი სახით დახვდებიან ნებისმიერ ადამიანს და აი, ასე, ასე მოქმედებენ და თავიანთი სახე გამოაჩინეს. საქართველოში არავინ არ სძულთ. საქართველოში მტერს მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, მაგრამ ის, რომ ასეთი ანტი სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანია ჩათესონ, ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი ამბავი”, – განაცხადა სოსიაშვილმა.
