ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „საუდელი“ დაატყდა თავს. სტიქიის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტაიფუნი ქალაქ ტაიჯოუსა და ვენჯოუს დილით დაატყდა თავს.
ქალაქ ვენჯოუს ხელისუფლებამ 820 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა, ხოლო ტაიჯოუს ხელისუფლებამ მდინარეებზე რვა სამგზავრო ბორნის გადაადგილება შეაჩერა, ევაკუაციისკენ 52 000 ადამიანს მოუწოდა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, დასახლებებში ამ დროისთვის კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი შეინიშნება.
ამასთან, მედიის ცნობით, ჩინეთის რკინიგზის ოპერატორმა China Railway Shanghai Group-მა ხუთშაბათს საღამოდან პარასკევის ჩათვლით სარკინიგზო გადაადგილება დროებით შეაჩერა.
კომენტარები
