რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
„ჩვენს ქვეყანაში მობილიზაციის გეგმები არ არსებობს. გვყავს საკმარისად ბიჭები, რომლებიც იბრძვიან, აფორმებენ კონტრაქტებს და ამას აკეთებენ ნებაყოფლობით, თავიანთი პატრიოტული რწმენიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მედვედევმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთში შესაძლო მობილიზაციის თემას უკრაინული მხარე სპეციალურად ავითარებს. მისი მიზანია საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება.
როგორც რუსული მედია აღნიშნავს, მედვედევი უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების საკითხებზე მუშაობს.
კომენტარები
