აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
„ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა, რომელიც „მძინარა“ ჯო ბაიდენის გამო თითქმის მთლიანად დაცარიელდა“, – აღნიშნა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მესიჯში.
„რეზერვების ბოლომდე შევსების პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის“, – დასძინა ტრამპმა.
კომენტარები
