ირანის არმიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა.
ირანული მედიის თანახმად, ათობით დრონით თავდასხმა მოხდა ალ-მინჰადის ავიაბაზაზე, სადაც განთავსებულია აშშ-ის ვერტმფრენები.
ირანში აცხადებენ, რომ ეს არის აშშ-ის აგრესიაზე საპასუხო ქმედება.
ირანული მედიის მიხედვით, აშშ-ის მიერ კუნძულ ლარაკის დაბომბვას სამხედროები და სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ.
ირანის არმიაში აცხადებენ, რომ ალ-მინჰადის ბაზა უცხოური ძალების მხარდაჭერისა და საჰაერო ტრანსპორტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა რაკეტებით და დრონებით განახორციელეს კომბინირებული ოპერაცია იორდანიაში მეფე ჰუსეინისა და ალ-აზრაკის საჰაერო ბაზების წინააღმდეგ.
კომენტარები
