ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც ტყის მასივების განზრახ ცეცხლის გაჩენისთვის სიკვდილით დასჯის დაწესებას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დღეებში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრების ფონზე მიიღეს. სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში რამდენიმე დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა.
ტებუნმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, შესაბამისი ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში 15 სექტემბრამდე მოამზადოს.
ამჟამად ალჟირის კანონმდებლობით ტყის განზრახ გაჩენისთვის სასჯელი 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში კი შესაძლოა უვადო პატიმრობა.
კომენტარები
