პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„ყველას გილოცავთ საშემოდგომო სესიის დაწყებას. გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას მიმდინარე სესიის განმავლობაში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვისა, საკომიტეტო საქმიანობისა. ყველას მოგიწოდებთ აქტიურად იყოთ ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები
