საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.
მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიურიკრატები მათ მიმართ ატარებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ იყო სხვა მოლოდინი ევრობიუროკრატიის მხრიდან, სახეზეა მოცემულობა, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს.
ის საემიგრაციაო, პოლიტიკა რაც ევროკავშირს გააჩნია სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თვითონ ევროკავშირისთვის არის უმძიმესი, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიანიშნებს ევროკავშირის პოლიტიკის წარუმატებლობას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
