ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილ იერიშებს ოთხი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. მედიკოსების თქმით, გარდაცვლილებიდან სამი ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამხედრო თვითმფრინავებით მიტანილი იერიშისას ისრაელმა 12 რაკეტა გამოიყენა.
მედიის ცნობით, თავდასხმების ადგილზე იძულებით გადაადგილებული ოჯახები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორი ავტომობილი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ საფრთხის აღმოფხვრისთვის ღაზაში რამდენიმე სამიზნეს დაარტყეს.
კომენტარები
