Apple Maps-მა აპლიკაციაში ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და „ამერიკის ტბა“ დაარქვა.
Apple-მა საკუთარ რუკების აპლიკაცია Apple Maps-ში ონტარიოს ტბის სახელწოდება „ამერიკის ტბით“ შეცვალა. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას მოჰყვა.
სახელწოდების ცვლილება მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვის აისახება.
კანადაში Apple Maps-ის მომხმარებლები სახელწოდებად კვლავ ონტარიოს ტბას ხედავენ.
ამასთან, Google-მა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ აშშ-ის მომხმარებლებისთვის Google Maps-ზე ტბის სახელწოდება შეიცვალა.
კომპანიის განცხადებით, რუკები განახლებულია ისე, რომ აშშ-ში მომხმარებლები „ამერიკის ტბას“, ხოლო კანადაში – ონტარიოს ტბას ხედავენ.
კომენტარები
