აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკას საბრძოლო მასალა გამოელია, მოღალატეები არიან.
ტრამპის თქმით, ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ აშშ-მა ირანში წააგოს, ვიდრე ომში მოგება მას მიეწეროს.
„ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც გამუდმებით იმაზე საუბრობენ, რომ ჩვენ საბრძოლო მასალა არ გვაქვს (და ისინი 100%-ით ცდებიან!), ფაქტობრივად, მოღალატეები არიან. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ურჩევნიათ, შეერთებულმა შტატებმა წააგოს ომი, რომელსაც ჩვენ მარტივად ვიგებთ, ვიდრე მე გავიმარჯვო!“, – დაწერა ტრამპმა.
კომენტარები
