აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ბათუმი წლიდან-წლამდე სულ უფრო მეტად თავს იმკვიდრებს, როგორც საქმიანი ქალაქი და ეს სტატუსი აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, რეგიონს. ზუსტად ამის წინა პირობაა, ის დიდი ფორუმები, კონგრესები, საერთაშორისო ღონისძიებები, რომელიც იმართება ჩვენს რეგიონში.
ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა“, – განაცხადა პატარაძემ.
კომენტარები
