გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”დღეს 6 სექტემბერია, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის დღე. მტკივნეული ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან, სევდანარევი სიხარულის დღეა, რომელსაც მშვიდობის და ომის დროსაც, დიდი აღტყინებით ველოდით, რა თქმა უნდა საქართველოს დამოუკიდობლობის დღესთან ერთად.
ბოლოს, 1998 წლის 6 სექტმებერს დავესწარი, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქ გროზნოში და თავისთავად, ჩემ გულით საყვარელ იქაურ საძმოსთან ერთად. მახსოვს მერე, ერთ-ერთი ჩვენგანის სახლში ვიყავით, ბევრ რამეს ვიხსენებდით, მომავალზე ვფიქრობდით და ბოლოს ისე მოხდა, ფიქრების უმრავლესობა დარჩნენ ფიქრებად. ხსოვნა იყოს ჩემი იქაური ძმების, ღმერთკაცის, სანთელივით თავისი ქვეყნისათვის დამდნარი კავკასიელი გმირის, ნადვილი გენერლის, მამაჩემის ძმადნაფიცის, ჩემი ძმაკაცების მამის, ჯოხარ დუდაევის თაოსნობით.
დალ ღაზოთ ყობალ დოილლა. 🙏😔
P.S. სურათი ის დღე არ არის, მაგრამ იგივე სულისკვეთებაა გამოხატული.”


