საქართველოში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგები თბილისის დროით 04:52 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ ბეჟანოში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.
კიდევ ერთი მიწისძვრა 05:09 საათზე მოხდა.
ამჯერად ეპიცენტრი იყო ქალაქ ახალქალაქის ჩრდილოეთით 18 კილომეტრში, სოფელ ალათუმანთან. სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
კომენტარები
