მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვიდეოში, რომელსაც ბარამიძის დაკავებისას მისი მეუღლე ავრცელებს.
„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, საქართველოს ღალატისთვის, არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.
19:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში ჩანიშნულია ბრიფინგი.
კომენტარები
