რუსეთში, არხანგელსკის ოლქის ხოლმოგორის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში განუცხადეს.
„ავარია M-8-ის მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა სევეროდვინსკი-ბერეზნიკის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი და ხე-ტყის გადამზიდავი სატვირთო მანქანა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, რვა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.
მიმდინარეობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირების დადგენა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.
კომენტარები
