ჩრდილოეთ საფრანგეთში, სენ-მარიტიმში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად 45-მდე ადამიანი დაშავდა, ერთი ქალი მგზავრი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ 20-მდე დაშავებულის შესახებ განაცხადა.
„დეპარტამენტის პრეფექტმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 44 ადამიანი. მათ შორისაა 18 წლის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში რუანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
