ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირების, ვინც იბრძოდა აფხაზეთის ომში.
„ერთის მხრივ ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირების, ვინც იბრძოდა აფხაზეთის ომში და მეორეს მხრივ ეს არის ანტი სახელმწიფოებრივი განცხადება და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
კომენტარები
