აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.
როგორც ტრამპმა ირლანდიაში ვიზიტის დროს თქვა, ევროპაში ცუდი ვითარებაა ვაჭრობის, ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებში.
მისი განცხადებით, მიგრაცია ევროპას დაღუპავს.
„დედაჩემი იყო შოტლანდიიდან, მამაჩემი – გერმანიიდან. მიყვარს ევროპა. შესაბამისად, მაქვს ბუნებრივი ლტოლვა, თუმცა მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას. მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა ხდება ვაჭრობაში, ენერგეტიკაში და მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა ხდება იმიგრაციასთან დაკავშირებით. იმიგრაცია, რასაც საკუთარ თავს უშვრებით, დაგღუპავთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები ძალიან ცუდად იქცევიან, აშშ მათთან მუშაობას გააგრძელებს.
კომენტარები
