სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
პროკურატურის მტკიცებულებებით, ბარამიძის ქმედებამ, დააზიანა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, ქვეყნის სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გიორგი ბარამიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა პატიმრობა. სასამართლომ შეაფასა როგორც ფაქტობრივი საფუძვლები, ისე ფორმალური საფუძვლები და მიიჩნია, რომ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების საფუძველი. შესაბამისად, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ხუთი მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს და დღევანდელ პროცესზე დაამატა, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერს, გიორგი ბარამიძეს ბრალდება წარდგენილი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიუთითა, ქართველი სამხედროები საომარ მოქმედებებში ხვრეტდნენ ტყვეებს. ეს ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაა. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ომის დანაშაულში ქართველი სამხედროების დადანაშაულებას“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
ადვოკატის თქმით, გიორგი ბარამიძის ბრალდების არავითარი საფუძველი არ არსებობს.
„ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკურად შეკვეთილი გადაწყვეტილება. გია ბარამიძის ბრალდების არავითარი საფუძველი არ არსებობს. საბოტაჟის შემადგენლობას არ იძლევა პროკურატურის მიერ ინტერპრეტირებული განცხადებაც კი“, – აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
