ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოტოციკლი ამოყირავდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მომხდარზე დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები
