“ვერანაირი გადაკეთება და შინაარსის შეცვლა ვერ გამოასწორებს იმ უმძიმეს მოცემულობას, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით დააბრალა ქართულ ჯარს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები კიდევ უფრო მეტად გამოკვეთენ მოცემულობას, რაც განაჩენში აისახება.
“თითიდან გამოწოვილი ბავშვური მცდელობა, რომ ბარამიძემ თავი დაიძვრინოს, ამ უმძიმესი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე ბრალდებისგან. თავად “ნაცმოძრაობა” შეეცდება ანტისახელმწიფოებრივი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაში ჩართული ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადების გამართლებას.
ვერანაირი გადაკეთება და შინაარსის შეცვლა ვერ გამოასწორებს იმ უმძიმეს მოცემულობას, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით დააბრალა ქართულ ჯარს.
სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები კიდევ უფრო მეტად გამოკვეთენ და გაერკვევიან ამ მოცემულობაში. საბოლოო გადაწყვეტილებით – განაჩენით იქნება ყველაფერი დადგენილი”, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ “ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ომის დროს ტყვეებს ხვრეტდნენ”.
