ლევან ბეჟაშვილი პოზიციების სისუსტით ხსნის იმას, რომ ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, პარტია დებატებში ეპატიჟება ოპონენტებს. ის აღიარებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა დაპირისპირებამ დაასუსტა.
„პოლიტიკაში, როდესაც არგუმენტები არ გაქვს და შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენი პოზიცია არის სუსტი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს“, – აცხადებს ბეჟაშვილი.
კომენტარები
