პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს თუ დაიწყებს, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა 2-3 დღეში შეწყვეტს არსებობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
პატრუშევი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთზე სწრაფ გამარჯვებას მიაღწევს.
„რაც შეეხება ვარშავის მიერ საკუთარი ძალების შეფასებას, პოლონური დიპლომატიის ხელმძღვანელი აშკარად არაპროფესიონალურად აფასებს ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძლიერებას და არ სურს გაიგოს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალები არანაირად არ იყენებენ თავიანთ სრულ პოტენციალს“, – განაცხადა პატრუშევმა.
კომენტარები
