ლოს-ანჯელესში ორი კომერციული შენობის მიმდებარედ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც მანამდე ავტობუსისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლის თავდაპირველი ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი გამვლელი იყო.
ტელეკომპანია NBC Los Angeles-მა დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მას ეკუთვნოდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
