ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან ამჯერად საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დღემდე იმალებიან. ხაბეიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, თუ რატომ არ მართავს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს.
„აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ – შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ..
მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, აი შემოდგომა დადგება და ასე და ისე ვიზამთო. დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით”, – წერს ხაბეიშვილი.
მის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და თავი იმით იმართლა, რომ ხაბეიშვილი თავის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გულისხმობს.
„როცა საკუთარი პარტია აქვს ადამიანს, ის მიმართავს, ვარაუდობს საკუთარი პარტიის წევრებს, რომლებიც განსაკუთრებული ჰიპერაქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩევიან. აქციებს ნამდვილად ვგეგმავთ და რა თქმა უნდა, ეს ლევანსაც ეცოდინება, როცა იქნება, თუ რა თქმა უნდა, მისი პარტია იქნება ჩართული, რომელიც არაფერში არ ერთვება – ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს ფაქტია”, – განაცხადა გვარამიამ.
