ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, ოპოზიციაში სწორედ ამ მოცემულობას ვაკვირდებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის ქმედებები იმას ადასტურებს, რომ „საზოგადოებამ ეს აგენტურული ძალები ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დააბრუნოს“.
„უსაქმურები არიან, ზღვარს ქვემოთ დაშვებული რეიტინგით, უცხო ძალების ინტერესების გამტარებლები არიან. ეს ის აგენტურული ძალაა, რომელიც საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აიკრძალება. მათ საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მათი ქმედებები იმას ადასტურებს, რომ საზოგადოებამ ეს აგენტურული ძალები ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დააბრუნოს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
კომენტარები
