უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარე აეროდრომზე სამი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარტყმა განხორციელდა ერთ An-12 ტიპის და ორი An-26-ის თვითმფრინავზე. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა შავ ზღვაში მიღწეული კარგი შედეგები, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ ყოველდღიურად ვპასუხობთ აგრესიას. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განახორციელეს თავდასხმა.
კომენტარები
