სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და აკადემიის სამსახურების წარმომადგენლები იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში აკადემიის მეთაურმა იუნკერებს წარმატებები უსურვა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მიღების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ აკადემიაში სწავლა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, პროფესიული უნარების გასავითარებლად და მომავალ საქმიანობაში მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენებისთვის.
აკადემიის მეთაურმა იუნკერებს მოუწოდა, სასწავლო პროცესს მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და მოტივაციით მიუდგნენ, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო და პრაქტიკულ აქტივობებში და გამოიყენონ აკადემიაში სწავლის პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის, ხოლო აკადემიის სამსახურების წარმომადგენლებმა იუნკერებს გააცნეს თავიანთი სამსახურების ძირითადი ფუნქციები, საქმიანობის მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აკადემიაში მათ ყოველდღიურ ცხოვრებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას უკავშირდება.



















