ოპოზიციის აქტივისტ ნატა ფერაძესა და გერმანიაში მცხოვრებ აქტივისტ გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება.
კერძოდ, გერმანიაში მყოფმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, ასევე გერმანიაში მყოფ ნატა ფერაძეს ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა. ჩუბინიძე წერს, რომ ფერაძე ისევ განაგრძობს სიძულვილის ენით საჯარო შეურაცხყოფას, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტი შესაძლოა ისევ გამოიყენოს. ეთანხმება კანონს, რომ შეურაცხყოფა ევროპაში ისჯება.
„იმავე პოსტში, რომელშიც შეურაცხყოფის გამო დაწყებულ საქმეზე წერს, ისევ იმავე ფორმით აგრძელებს ჩემზე საუბარს.
გერმანიაში შეურაცხყოფა შეიძლება სისხლის სამართლის საკითხი იყოს და ამას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს.
თუ მსგავსი საჯარო განცხადებები გაგრძელდება, სამართლებრივი რეაგირების უფლებას კვლავ გამოვიყენებ.
სწორედ ამიტომ მინდა ევროპა”, – წერს ჩუბინიძე.
„ტიპმა ისე აირტყა „გარეწარი“ ზედმეტსახელად, თავად გაიჩალიჩა”, – დაწერა ნატა ფერაძემ.
ფერაძეს მხარდაჭერას უცხადებს გოგი გვახარია, რასაც ჩუბინიძე გამოეხმაურა: „გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემ მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას – არ მოგცემთ უფლებას თქვენისთანებს ასეთები იკადროთ, რასაც ახლა კადრულობთ, გიჩივლებთ კი არა, მეტს ვიზამ“.
ერეკლე დეისაძე კი კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს შეურაცხყოფს.
„ყ** ძალთა დაპირისპირება“, – დაწერა ერეკლე დეისაძემ „რადიო თავისუფლების“ სტატიის ქვეშ.
როგორც ცნობილია, ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
