მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინაზე რუსეთის იერიშისას დრონების ნაწილი მოლდოვის მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
სანდუს განმარტრებით, ოთხმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია და, სულ მცირე, ერთი ჩრდილოეთით აფეთქდა.
მოლდოვის პრეზიდენტს დრონის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სანდუმ უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. ჩვენ ვგმობთ ამ ომს და უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა მაია სანდუმ.
კომენტარები
