ოპოზიციის სიძულვილის კამპანია, ქვეყნის წარმატების წინააღმდეგაა მიმართული, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ქართველ ფეხბურთელებზე თავდასხმას, რომლებიც გუშინ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, ბულინგის და შეურაცხყოფის სამიზნედ აქციეს.
„ბოღმით სავსე ადამიანები საბაბს ეძებენ, რომ ეს ბოღმა გამოუშვან. ეს ბოღმის გამოშვება დაუკავშირეს ჩვენი ნაკრების გუშინდელ მარცხს. რეალურად მათ ყველაფერი ეზიზღებათ, რაც არის ქართული და ყველაფერი ეზიზღებათ, რაც არის წარმატებასთან დაკავშირებული.
ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც შეიძლება წარმატებულიც იყოს, შეიძლება წარუმატებელიც, რომელსაც უბრალოდ საზოგადოებაში ავტორიტეტი გააჩნია, თუ ლიბერალურ დღის წესრიგში ჯდება, ეს მათი გმირი ხდება.
აქაც საზოგადოება ძალიან მარტივად ხედავს, რომ ეს უსამშობლოთა გაერთიანება, ყველაფერ ქართულს უპირისპირდება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
