„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებსა და იმ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც პარლამენტში უახლოესი პერიოდის განმავლობაშია დაგეგმილი.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას ამ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს. ხაზი გაესვა, რომ ქონების გადასახადისგან დაახლოებით 81 000 პირი გათავისუფლდება.
ასევე, სხდომაზე მიმოიხილეს მიმდინარე პოლიტიკური თემები და შეაჯამეს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის შედეგები.









კომენტარები
