ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე უკრაინასთან ფრეს დასჯერდა – 0:0.
ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა – სასტარტოში კიტეიშვილი, წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა, რაც ცენტრში ბურთის დაჭერასა და კონტროლზე იყო გათვლილი. მეტოქის თავკაცმა მალდერამ მოედანზე უნგრეთთან მოგებული შეხვედრისგან თითქმის სრულად შეცვლილი თერთმეტეული გაიყვანა მოედანზე.
„ჯვაროსნები“ თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა მოწინააღმდეგე თავს უნარიანად იცავდა და პირველ ტაიმში მხოლოდ ორი რეალური მომენტი შევქმენით: ჯერ ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარე ტრუბინმა მოიგერია, შემდეგ კი მიქაუტაძემ კვარაცხელია ტრუბინთან ერთი ერთზე გაიყვანა, რომლის დარტყმული კარიდან მიხავკომ გამოიტანა. თან თამაშგარე დაფიქსირდა.
შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძელთა შეტევები გაგრძელდა, მახვილი კუთხიდან ხვიჩას მეკარემ არ გაატანინა. სვანაძემ მოედანზე მიქაუტაძის ნაცვლად კვერნაძე შეუშვა, ხოლო ცოტა ხანში კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე მექვაბიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ორი ტურის შემდეგ 1 ქულის ამარა ვართ. უკრაინამ კი მიზანდასახულად, გეგმის მიხედვით ითამაშა და სასურველ შედეგს მიაღწია.
დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდია და უნგრეთი დაუპირისპირდებიან.
მესამე ტური 2 ოქტომბერს გაიმართება – უნგრეთი საქართველოს, უკრაინა კი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – უკრაინა 0:0
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორაშვილი (იეგოიანი 90+2), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 73), წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე (კვერნაძე 64)
