ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
“გამარჯვება ყველას გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. პირველი ტაიმი კარგი იყო და ზოგადად, ბევრი პოზიტივი ვნახეთ. რაც მოვახერხეთ, ერთი ვარჯიშითა და რამდენიმე თეორიული მომზადებით. ვფიქრობ, დაცვაში კარგად ვიმუშავეთ უკრაინა ორგანიზებული გუნდია და მოვახერხეთ, ჩვენ კართან თამაში ნაკლებად ყოფილიყო. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, განსაკუთრებით შეტევის ორგანიზების ნაწილში. უმეტეს ნაწილში უკეთესი ვიყავით, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი იყო, მათ შორის დაღლაც. შესაძლოა, ნაკლები რისკი იყო, მაგრამ ვინც შევიყვანეთ, ყველა შემტევი იყო. იმ მარცხის შემდეგ პოზიტიური დინამიკა აუცილებელი იყო. ტაქტიკა იმიტომ არ შევცვალეთ, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა.
რაც შეეხება სტანდარტულებს, დღეს მეტიქეს არაფერი შევაქმნევინეთ და თავად შანსები გქვონდა, მაგრამ კარის ჩარჩოში ვერ მოვარტყით. მომავალშიც დაახლოებით 95%-ით ამ ფეხბურთელებს დავეყრდნობი”.
