პოლონეთი უკრაინის საზღვართან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვები პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არ დაზიანებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები
