დიდი ბრიტანეთი აშშ-ის ხელისუფლებასთან დიზელის საწვავის ექსპორტის შესაძლო შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ „ბიბისის“ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განუცხადა.
„საჭიროების შემთხვევისთვის ჩვენ ასევე მივიღებთ აუცილებელ ზომებს და გვაქვს ჩვენი საკუთარი მარაგები დიდ ბრიტანეთში“, – განაცხადა ჰილიმ.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ამერიკელებთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„ამერიკელებთან ერთად ასევე ვცდილობთ, გავატაროთ ღონისძიებები, რომლებიც ამ პრობლემას გადაჭრის ან, სულ მცირე, არსებითად შეამსუბუქებს. კერძოდ, ესაა დიპლომატიური შეთანხმება და ირანთან საომარი მოქმედებების შეწყვეტა“, – აღნიშნა ჰილიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში ფასების რეკორდულად ზრდის ფონზე დიზელის ექსპორტის შეზღუდვაზე ფიქრობს. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ეს საწვავის ბაზრებზე ქაოსს გამოიწვევს.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიზელის ექსპორტის 90-დღიანი აკრძალვის გეგმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად აისახოს ევროპულ ბაზრებზე.
