თელავის რაიონულმა სასამართლომ თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს 1500 ლარის გადახდა დააკისრა.
საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმის საფუძველზე განიხილა.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოქალაქე ალექსი კენჭოშვილის მიერ კახა კალაძის მისამართით დაწერილ კომენტარს.
გადაწყვეტილება მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მიიღო.
კომენტარები
