“2028 წლის არჩევნები იქნება ალბათ ყველაზე მშვიდი, თუ რაღაც მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწიეს ქვეყნის გარედან ევრობიუროკრატიის ხელით [ოპოზიციას], რომელიც ამდენი ხანია ცდილობს, როგორმე სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს”, – ამის შესახებ კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკას“ განუცხადა.
ოდიშარიამ IRI-ის კვლევებზე ისაუბრა, სადაც ოპოზიციას მხარდაჭერის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.
„IRI-ის კვლევას არ ვიცი, რა შეიძლება დაარქვა – კუბოზე ლურსმანი, თუ საბოლოო აღსასრული, მაგრამ რომ წამოჰყვეთ ბოლო 14 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის კვლევებს, ვერ ნახავთ „ქართული ოცნების“ ასეთ მხარდაჭერას. იმდენად ცუდი მდგომარეობაა, რომ მათ [მკვლევრებმა] ვერ შეძლეს იმ დონემდე გაყალბება, რომ არ ეთქვათ, რომ ოპოზიციას, საერთოდ ჯამში, გამოკითხულთა 16%-მდე მხარდაჭერა აქვს. თან ეს არაა საარჩევნო წელი. აღარ არსებობს რესურსი, რომ ეს ილუზია შექმნან.
ოპოზიციამ არ იცის, რა სჭირდება ქართველ ხალხს. დაინახეს, რომ მშვიდობაა პრიორიტეტი და ესეც შეიძლება, მათთვის გასაკვირი ყოფილიყო. 2028 წლის არჩევნები იქნება ალბათ ყველაზე მშვიდი, თუ რაღაც მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწიეს ქვეყნის გარედან ევრობიუროკრატიის ხელით, რომელიც ამდენი ხანია ცდილობს, როგორმე სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
