ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
”ჯანდაცვის სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქობულეთის კლინიკის თანამშრომლებს და მკაცრად გმობს სამედიცინო პერსონალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ექიმების, სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია. ისინი ყოველდღიურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და მათი საქმიანობა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.
სამედიცინო დაწესებულებაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია და თითოეული ასეთი ფაქტი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.”
კომენტარები
