ბელფორში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციის პარალელურად, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ პოლიციელს თავს დაესხნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სოციალურ ქსელ X-ში ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას „იშვიათი ძალადობისა“ და „აუტანელი“ უწოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელი გონების დაკარგვის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
„სრული მხარდაჭერა პოლიციელებსა და ჟანდარმებს, რომლებიც უაღრესად რთულ პირობებში ასრულებენ მოვალეობას. როდესაც ისინი ჩემი მითითებების შესაბამისად ძალას იყენებენ, მათ წინაშე არა მშვიდობიანი მომიტინგეები, არამედ ამბოხებულები დგანან“, – განაცხადა ლორან ნუნიესმა.

კომენტარები
