ლატვიაში ახალი სეიმი აირჩიეს. ამომრჩეველთა ხმების 35,3%-ით მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, ეს ბლოკი სეიმის 100 ადგილიდან 42-ს მიიღებს, რაც ლატვიის არჩევნების ისტორიაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის რეკორდული შედეგია.
მეორე ადგილი პარტიამ „ლატვია პირველ ადგილზე“ (13,1%) დაიკავა, მესამე კი ბლოკმა „სუვერენული ხელისუფლება“/„ახალგაზრდა ლატვიელები“ (11,8%). სეიმში ასევე „ეროვნული გაერთიანება“, „პროგრესულები“ და „ახალი ერთიანობა“ გავიდნენ.
ამომრჩეველთა აქტივობამ 51,8% შეადგინა, რაც ლატვიის სეიმის არჩევნების ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
კომენტარები
