გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, ჰანინგს ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა.
მათივე ცნობით, თანამდებობის დატოვებიდან ხუთი წლის შემდეგ ჰანინგი სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლისგან თანხის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციას იღებდა. პროკურორების განცხადებით, მათ „გაყიდვას“ ჰანინგი საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში გეგმავდა.
ამასთან, მის თანამზრახველს, მანფრედ დ.-ს ბრალი ღალატისა და ჯაშუშობის მცდელობის ხელშეწყობასა და წაქეზებაში ედება. ორივე მათგანი დღეს და ხვალ მოსამართლის წინაშე წარდგება.
აუგუსტ ჰანინგი გერმანიის დაზვერვის უწყებას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.
კომენტარები
