დიდ ბრიტანეთში, RAF Fairford-ის ბაზის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი, 22 წლის მამაკაცი დააკავეს.
პოლიციის განცხადებით, ბრიტანელი ახალგაზრდა ტერორისტული აქტების მომზადებაშია ეჭვმიტანილი.
აღნიშნული მამაკაცი საქმის მიმდინარეობისას დაკავებული მეშვიდე პირია.
მანამდე, პოლიციამ 27 სექტემბერს, RAF Fairford-ის ბაზის მიმდებარედ ხუთი ბრიტანელი დააკავა. მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს აღნიშნულ საქმეში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი. ირანისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი პირველ ოქტომბერს დააკავეს.
ოფიციალური უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
კომენტარები
