ღმერთმა დაიფაროს საქართველო, იმავე დონეზე იყოს, როგორც მოლდოვა და უკრაინაა, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას, რომ ისურვებდა, საქართველო იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.
„ღმერთმა დაიფაროს საქართველო, იმავე დონეზე იყოს, როგორც მოლდოვა და უკრაინაა. თავადვე ატარებენ დანარჩენ გამოკითხვებს, რომელიც ომთან და მსგავს რაღაცებთან არ არის დაკავშირებული. თავად ამბობენ, რომ უპრეცედენტო კორუფციაა მოლდოვაში, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხით საქართველო არის ლიდერი ქვეყანა და მერე ამბობენ, რომ ისინი გვასწრებენ. რაში გვასწრებენ?!“ – აღნიშნა შარმანაშვილმა.
კომენტარები
