ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. ამხანაგური შეხვედრა ბენინის გუნდის წინააღმდეგ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სტადიონ „მონუმენტალზე“ გაიმართა. ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ გოლი პენალტით გაიტანამ და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინის ნაკრებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის მეათე წუთზე – რადგან მესი მეათე ნომრით თამაშობს, მატჩი ერთი წუთით შეწყდა და არენაზე მყოფი მაყურებელი გუნდის კაპიტანს ტაშს უკრავდა. ბენინის გუნდის მოთამაშეები ამ დროს 39 წლის არგენტინელ ფეხბურთელთან მივიდნენ და ხელი ჩამოართვეს.
სულ ლიონელ მესიმ ნაკრებში 208 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 126 გოლი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები
