მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე, – განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას.
შალვა პაპუაშვილი თქმით, კითხვის მთავარი ადრესატი ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, თუ როგორ შეარჩია მან ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად.
„ეს მას [სალომე ზურაბიშვილი] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და რანაირად წარმოადგინა კანდიდატურები, ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუმცა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გარკვეულიყო ამ საკითხში, რაც შეეხება წევრების არჩევას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.
კომენტარები
