აზერბაიჯანში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ასობით ვებგვერდი გაითიშა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პრობლემები შეექმნა სამთავრობო საიტებს, სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებს.
პრობლემები გვიან ღამით დაიწყო და ახლაც გრძელდება.
როგორც მედია იუწყება, დროული ღონისძიებების გატარების წყალობით, კიბერშეტევის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხელისუფლება კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას ამ დრომდე ცდილობს.
კომენტარები
