უკრაინაში გვიან ღამით Starlink-ის თანამგზავრული კავშირის რამდენიმე ტერმინალის მუშაობა შეიზღუდა, რის გამოც „რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო მისია“ ვერ განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი სერგეი სტერნენკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
მისი განცხადებით, კავშირი წყდებოდა 160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს.
„სავარაუდოდ, კომპანია SpaceX-მა ასეთ ზომებს ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით მიმართა. თანამგზავრული კავშირის ჩვეულებრივი ტერმინალები მუშაობს“, – დაწერა სტერნენკომ. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი „ეძებდა ნებისმიერ შესაძლებლობას, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის დაერტყა და მან ეს გააკეთა“.
კომენტარები
